ჯო კოული: რა საჭიროა ეს კოცნა?!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჯო კოული სათამაშოდ საფრანგეთში გადავიდა, ყოველ ინტერვიუში აღფრთოვანებული ლაპარაკობს იმ სიახლეებზე, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრებამ მას მოუტანა.

განსხვავებაზე, როგორც წმინდა საფეხბურთო, ისე ცხოვრებისეულ საკითხებში, მაგრამ არის რაღაც, რასაც დღემდე ვერ ეგუება, რაც უბრალოდ უკვირს. ფეხბურთელი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნააზრევს:

1. ფეხბურთი. იმისთვის, რომ საფრანგეთში ფეხბურთი ითამაშო, მეტი უნდა იფიქრო და ნაკლები ირბინო. მე კიდევ, როგორც აქამდე ვიყავი შეგუებული, მინდორზე დამდუღრულივით დავრბივარ. თანაგუნდელები ისე მიყურებენ, როგორც არანორმალურს. მეკითხებიან ხოლმე, კი, მაგრამ ენერგიას რატომ არ ზოგავო?
შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჭკვიანურია ასე მოქცევა, ამიერიდან ძალებს გადამწყვეტი მომენტებისთვის დავზოგავ.

2. მსაჯობა. საფრანგეთში ტექნიკურ ფეხბურთელებს მსაჯები განსაკუთრებულად იცავენ. ინგლისში კი გიჭირს შენივე თამაშის კონტროლი, რადგან ხანდახან მსაჯები სიხისტის მეტისმეტად მაღალ ზღვარს აწესებენ. ამ დროს ტექნიკურ ფეხბურთელებს უბრალოდ გამატებით ურტყამენ ფეხებში. საფრანგეთში კი მათ ყველანაირი პირობა აქვთ პროგრესისთვის.

3. ტანსაცმელი. შევამჩნიე, რომ ფრანგებს ჭრელი ფერის საცვლები უყვართ. ინგლისში კი ის შეიძლება იყოს მხოლოდ თეთრი, შავი ან შავ-თეთრი.

4. ჩვეულება. ფრანგებს ერთი უცნაური ჩვეულებაც აქვთ. ვარჯიშის დაწყებამდე ისინი ერთმანეთს რატომღაც ორივე ლოყაზე კოცნიან ხოლმე. თავიდან გაოგნებული ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ისინი ასე გუნდური სულის ამაღლებას ცდილობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული