ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ასოციაციის ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ გრძნობს, თუმცა არაფერი გაუსაჩივრებია.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის პორტუგალიელს საქმეები ცუდად მიუდის - პრემიერლიგის ბოლო ოთხი თამაშიდან ამბიციურმა „ჩელსიმ“ სამი წააგო და მედიაში აქტიურად დაიწყეს ვილაშ-ბოაშის მოხსნაზე ლაპარაკი.
მეორე მხრივ, „პორტუს“ ყოფილმა თავკაცმა იმთავითვე არ უარყო, რომ „რენიჯერსთან“ შეხვედრის
შეგახსენებთ, რომ „ლოფტას როუდზე“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „ჩელსიმ“ 1:0 წააგო, ფოიმ სტუმრების ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან. პირველად არბიტრს ჟოზე ბოსინგვა „ემსხვერპლა“, როდესაც ერთ-ერთი რეინჯერსელი წააქცია, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო. ინგლისურ მას-მედიაში აღნიშნავენ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საკამათო იყო. მეორე მსხვერპლი კი გახლდათ დიდიე დროგბა რომელმაც შეტყუპებული ფეხებით შეუტია მოწინააღმდეგეს.
აი, სიტყვა-სიტყვით რა თქვა ვილაშ-ბოაშმა 23 ოქტომბერს: „მსაჯი მეტისმეტად სუსტი იყო და ეს შედეგზე აისახა. თამაში რომ დამთავრდა მასთან მივედი და აგრესიულად ველაპარაკე. არ მაინტერესებს, ამ ლაპარაკის შემდეგ როგორ გრძნობს თავს. ქვეყნად ცუდი დღეები ყველას აქვს, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის კი არა მსაჯისთვის იყო ძალიან ცუდი“.
გაძევებები გაძევებებად და, იმ დღეს კრის ფოოიმ „ლურჯების“ კიდევ შვიდ მოთამაშეს ყვითელი ბარათი ამოუღო. ფეხბურთელების ასეთი ქცევისთვის დასავლეთლონდონელებს 20 000 ფუნტის ტოლი ჯარიმის გადახდაც მოუხდათ. ვილაშ-ბოაშმა ყვითლების თაობაზე ასე თქვა:
„ერთი-ორი ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა გაფრთხილებას, დანარჩენი ეპიზოდების შემყურემ კი ვიფიქრე, რომ არბიტრს ყვითელი ბარათი დაკარგული ჰქონდა და რომ იპოვნა სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. იქნევდა და იქნევდა. მეოთხე მსაჯზე ამას ვერ ვიტყვი, ძირითადი სამი არბიტრი კი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ფანების ზემოქმედების ქვეშ მოექცა. ასეთი შეხვედრისთვის თავის გართმევა, რასაკვირველია გამიჭირდებოდა. „ჩელსის“ სამ შედეგზე არბიტრებმა გავლენა იქონიეს. ასეთი რამ პრემიერლიგაში არ უნდა ხდებოდეს. არც ვწუწუნებ და არც შეთქმულების თეორიის მიმდევარი გახლავართ, მაგრამ რაც ხდება ფაქტია და თვალს ხომ ვერ დავხუჭავ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"