ბარტონი ანაფორას იკერავს

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის კოლორიტი, ცუდი ბიჭის რეპუტაციის მქონე ჯოი ბარტონი ამბობს, რომ თამაშისთვის თავის დანებებასა და კათოლიკე მღვდლად კურთხევაზე ფიქრობს.

„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ 29 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ერთხელ თანაგუნდელს თვალში ანთებული სიგარა ატაკა, მღვდლობასთან ერთად ბრაზის რეგულილების მრჩეველობასაც აპირებს.

დასავლეთლონდონელთა გუნდის კაპიტანი, როგორც პრემიერლიგის ფეხბურთელი, შეძლებული ადამიანია. ის, შესაძლოა, შემოსავლით პირველხარისხოვან ვარსკვლავებს ვერ სჯობს, მაგრამ საიმისოდ, რომ თავისი სახსრებით ქველმოქმედება და ადამიანთა დახმარების პროგრამები წამოიწყოს, ნამდვილად ყოფნის. გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც აქამდე აყალ-მაყალითა და შარით იყო ცნობილი წერასაც ცდილობს.

მაწანწალათათვის დასარიგებელ
ჟურნალ The Big Issue-ში მას, თითქმის უკვე წელიწადია თავისი სვეტი აქვს. ჟურნალის ბოლო ნომერში ბარტონი წერდა:

„მე დიდი სიცარიელე დავინახე და ვიფიქრე, რომ ფეხბურთის თამაშს თავი უნდა დავანებო. უკვე მზად ვარ ცხოვრებაში სხვა რამ გავაკეთო. ვფიქრობ რისკიან კაპიტალისტობაზე, ფილანტროპისტობაზე, ბრაზის რეგულირების მრჩეველობაზე, კათოლიკე მღვდლობაზე... ვიცი, რომ თუ გადავწყვიტე ხალხს რაიმე ვუქადაგო, შეხედულება შევაცვლევინო, დავუმტკიცო, რომ არასწორად ცხოვრობს, შედეგს მივაღწევ“.

თუმცა, იმავდროულად, ბარტონი ამბობს, რომ ფეხბურთიდან დღესვე გაქცევას არ აპირებს: „ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ჯერ კიდევ ვთამაშობ ფეხბურთის სიყვარულია. სხვა საქმეა, რომ მე, როგორც ადამიანი, მხოლოდდამხოლოდ ფეხბურთელზე მეტი ვარ. ჩემი პიროვნების დახასიათებისთვის იმის თქმა, რომ ბურთს ვთამაშობ საკმარისი არ არის. ფეხბურთი აღარც გამდიდრებისთვის მინდა და არც საკუთარი თავისთვის რამის დასამტკიცებლად. აქ, უბრალოდ, განვითარების საშუალებას ვხედავ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული