გახსოვთ გარი პარკინსონი?

AutoSharing Option
პრემიერლიგის ყოფილი ვარსკვლავი, გარი პარკინსონი სრულიად პარალიზებულია და ლოგინად ჩავარდნილს მხოლოდ თვალის დახამხამებით შეუძლია გარე სამყაროსთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც ახერხებს სკაუტად მუშაობას.

პარკინსონი ფეხბურთელობის წლებში მარჯვენა მცველი გახლდათ. თამაშობდა "მიდლსბროში", "ბოლტონში", "ბარნლიში" და ბევრ სხვა კლუბში. ყველაზე მეტი, 202 შეხვედრა "მიდლსბროს" შემადგენლობაში აქვს ჩატარებული. 2003 წელს ის საბოლოოდ დაემშვიდობა ფეხბურთელის კარიერას 2010 წელს კი... ინსულტის შედეგად ლოგინს მიეჯაჭვა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად 43 წლის პარკინსონი "სკაუტობას" შეუდგა. ამ საქმის კეთება მას "მიდლსბროს" დღევანდელმა მწვრთნელმა, ტონი მოუბერიმ სთხოვა. მასთან
მიაქვთ DVD დისკები, ის კი ამ ჩანაწერებს უყურებს და მეუღლის, დებორას დახმარებით ფეხბურთელებს ნიშნებს უწერს. პარკინსონის შეფასება ოთხქულიანია. ყოველი ვიდეოს ნახვის შემდეგ დებორა მეუღლეს ნელა უთვლის ოთხამდე და როდესაც ნიშნის შესაბამის ციფრს ასახელებს, პარკინსონი ქუთუთოს ამოძრავებს.

"ტონი და მისი თანაშემწეები გარის მიმართ დიდ გულისხმიერებას იჩენენ - უთხრა ჟურნალისტებს დებორამ - როდესაც ტონი ჩემი მეუღლის სანახავად პირველად მოვიდა, მიხვდა, რომ ის სრულ გონზე იყო, ყველაფერს ხედავდა, ძველებურადაც აზროვნებდა და სთხოვა, თუ უარს არ მეტყვი ფეხბურთელების შერჩევაში დამეხმარეო. ჩვენთან მოაქვთ DVDდა ფურცლები, რომლებზეც ამობეჭდილია მოთამაშის გვარ-სახელი, ასაკი და მისი დახასიათება. აგრეთვე მითითებულია პოზიცია და წინა კლუბები".

გარი პარკინსონი სამი შვილის მამაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული