ჰოჯსონი: გადაგვიხადონ და გავუშვებთ

AutoSharing Option
მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი ჭორ-მართალი "ლივერპულის" ნახევარმცველის ხავიერ მასკერანოს "ბარსელონაში" სავარაუდო გადასვლის შესახებ ითქვა. ეტყობა, მერსისაიდელთა დამრიგებელ როი ჰოჯსონს ამდენი მითქმა-მოთქმა ყელში ამოუვიდა და უელსელმა სიტუაციისთვის ნათელის მოფენა გადაწყვიტა – არგენტინელი ჩვენს კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი შესაბამისი წინადადება "ლივერპულს" 100%-ით დააკმაყოფილებსო.

"თუკი მასკერანოს თაობაზე კარგ წინადადებას მივიღებთ, ფეხბურთელის წასვლას არ შევეწინააღმდეგებით. "ლივერპულში" დარჩენა არგენტინელის გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა მივიღოთ ადექვატური თანხა ასეთი დონის ფეხბურთელის სანაცვლოდ?! ძალიან მარტივად შეგვიძლია, მასკერანოს უკმაყოფილება არც შევიმჩნიოთ. თუკი
"ბარსელონა" დღევანდელზე უფრო სოლიდურ თანხას არ შემოგვთავაზებს, მასკერანო კატალონიაში არ გადავა, ასე რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თითქოს არგენტინელმა "ლივერპულის" შემადგენლობაში თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა", - თქვა ჰოჯსონმა.

როგორც ცნობილია, გუშინ ხავიერ მასკერანომ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული