შანხაი სერიოზულად ემზადება

AutoSharing Option
ჩინური კლუბი "შანხაი შენხუა" აცხადებს, რომ სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი დაუკავშირდეს "ჩელსის", რათა მისგან 32 წლის ფრანგი თავდამსხმელი, ნიკოლა ანელკა იყიდოს.

ადრეც გვიხსენებია, რომ ზაფხულზე ანელკას დასავლეთლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ასე რომ თუ პრემიერლიგის კლუბს ფულის შოვნა უნდა, ფრანგი იანვარშივე უნდა გაყიდოს.

საკუთრივ "სტემფორდ ბრიჯზე" ანელკას პერსპექტივა არ აქვს. ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში სხვა ფეხბურთელებს ენდობა, ანელკა კი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, "ლევერკუზენთან" სათამაშოდ გერმანიაში არც კი წაიყვანა.

კაცმა რომ თქვა, ფრანგი ფორვარდი უკვე ასაკშია და შორს არ
არის ის დღე, როდესაც თამაშს თავს დაანებებს, მაგრამ მანამდე ერთი დიდხელფასიანი სამსახურის მოსწრება კიდევ უნდა. "შანხაი შენხუას" პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ჩვენ ანელკას გარემოცვას დავუკავშირდით, მაგრამ მათგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია. მდგომარეობა რთულია, რადგან ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მის გადაბირებას უამრავი კლუბი შეეცდება. ცხადია, ანელკას გადაყვანა დიდ ხარჯთან იქნება დაკავშირებული".

ცნობილია, რომ ზაფხულზე ანელკას მოხიბვლას რუსული "ანჟი" და იტალიური "მილანიც" შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული