ანდერსონი თებერვლამდე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს.

"წითელის ეშმაკების" თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ანდერსონი თებერვლამდე ვერ ითამაშებს. ის სპეციალისტთან პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც მის მუხლს გამოკვლევას ჩაუტარებენ.

ჩვენ არ ველოდით ამას. რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს დიდი დანაკარგია", - დაამატა შოტლანდიელმა.

მიუხედავად ამისა, ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ნახევარდაცვას ეყოფა გამოცდილება და ოსტატობა ყველა ფრონტზე იბრძოლოს.

"ჩვენი ნახევარდაცვა არც ისეთი სუსტია, თქვენ რომ გგონიათ. გვყავს რაიან გიგზი, მაიკლ ქერიკი და დარენ ფლეტჩერი, ხოლო კლევერლის დაბრუნება კიდევ
უფრო გაგვაძლიერებს. ყველაფერი კარგად იქნება, ძლიერი შემადგენლობა გვყავს", - აღნიშნა სერ ალექს ფერგიუსონმა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული