"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში არავის შეიძენს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ იანვარში ინგლისური კლუბი არავის ყიდვას არ აპირებს.

"მანჩესტერისთვის" იანვარში ვინმეს შეძენა განსაკუთრებით რთულია. ვერავის ვხედავ, ვისაც ჩვენი გაძლიერება შეეძლებოდა. არის ორი-სამი მოთამაშე, მაგრამ მათი შეძენა არ შეგვიძლია. ასე რომ, სატრანსფერო ბაზარზე გასვლას აზრიც არა აქვს", - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, ფეგიუსონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. მანჩესტერელებმა გასულ ზაფხულს გოლკიპერი დავიდ დე ხეა, მცველი ფილ ჯონსი და ნახევარმცველი ეშლი იანგი შეიძინეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული