"მანჩესტერისთვის" იანვარში ვინმეს შეძენა განსაკუთრებით რთულია. ვერავის ვხედავ, ვისაც ჩვენი გაძლიერება შეეძლებოდა. არის ორი-სამი მოთამაშე, მაგრამ მათი შეძენა არ შეგვიძლია. ასე რომ, სატრანსფერო ბაზარზე გასვლას აზრიც არა აქვს", - განაცხადა ფერგიუსონმა.
შეგახსენებთ, ფეგიუსონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. მანჩესტერელებმა გასულ ზაფხულს გოლკიპერი დავიდ დე ხეა, მცველი ფილ ჯონსი და ნახევარმცველი ეშლი იანგი შეიძინეს.