33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა: "გასულ სეზონში "სფურზმა" მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა სერიოზული წინსვლა განიცადა და ახალ სეზონში შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესოს შედეგი. შეიძლება ჩემპიონებიც კი გავხდეთ. მთავარია საკუთარი თავისა ვირწმუნოთ. "ტოტენჰემში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ისინი მაღალი დონის მოთამაშეები გახლავან. ახლა,
გალასისა და "ტოტენჰემის" ხელშეკრულების თანახმად, თუ ვეტერანი ამ სეზონში დათქმული რაოდენობის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, მომავალ სეზონშიც "უაით ჰართ ლეინზე" დარჩება. ფეხბურთელი "სფურზის" ფანებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ მართალია გასული ოთხი წელიწადი მათთვის ყველაზე საძულველ გუნდში გაატარა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - ის "დეზების" ერთგული იქნება.
"ასეთი ნაბიჯის გადადგმა იოლი სულაც არ იყო, "ტოტენჰემისა" და "არსენალის" მეზობლობისა და ქიშპის ამბავი ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
მე უკვე "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის გავიღებ ყველაფერს. ამიერიდან ჩემთვის მთავარია "სფურზის" ძირითად შემადგენლობაში რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში ვითამაშო. შეძლებისდაგვარად მალე უნდა შევიდე საუკეთესო ფორმაში და ბევრი ვივარჯიშო თანაგუნდელებთან ერთად. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ მე ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალა ვარ".
ჯერჯერობით, გალასმა "ტოტენჰემის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან სემ ერითთან ერთად გუნდისგან ცალკე ივარჯიშა. "სფურზის" მწვრთნელს ჰარი რედნაპს იმედი აქვს, რომ ფრანგი ორი კვირის შემდეგ უკვე შეძლებს მოედანზე გასვლასა და სრული დატვირთვით თამაშს.