მუდამ კონფლიქტებში გახვეულმა ნახევარმცველმა თქვა, რომ ის "ნიუკასლიდან" პრემიებთან დაკავშირებული დავის გამო გააგდეს. მანვე დასძინა, რომ "კაჭკაჭთა" მწვრთნელ ალან პერდიუზე გაბრაზებული არ არის, მაგრამ ეშლისა და დირექტორის, დერეკ ლამბიასის სახელის გაგონებაც კი არ უნდა. კერძოდ, ბარტონმა თქვა:
"მწვრთნელი, რა საკვირველია, სხვა დონის ადამიანია, მაგრამ იმ ორ კრეტინთან დაბრუნებას ნამდვილად აღარ ვისურვებდი. ეშლი ნამდვილი აიათოლაა,
ბარტონმა თქვა, რომ ეშლიმ ის, კიდევ ოთხი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი, კრის ჰაფტონი კლუბიდან იმიტომ დაითხოვა, რომ მათ პრემიების განაწილების სისტემაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. მან, აგრეთვე, დაიჩივლა, რომ 2008 წელს, როდესაც გარკვეული ხნით ციხეში ჯდომამ მოუწია, ეშლიმ ხელფასი გაუჩერა.
კიდევ, ბარტონმა გაიხსენა, რომ კლუბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, წარსულში "ჩელსის" ვარსკვლავი, დენის უაიზი მთელი 77 დღის განმავლობაში ეჩიჩინებოდა, თუ ხელფასის 80 პროცენტს არ მოკლებ, "ნიუკასლიდან" გაგაგდებენო.
"და არც ერთი ამ საკითხთაგანი მაიკის უშუალო კონტროლის გარეშე არ წყდებოდა" - დააგვირგვინა, ფეხბურთელმა, რომელმაც, ამასწინათ ერთ-ერთ ჟურნალში დაწერა, რომ მომავალში შეიძლება მღვდელი გახდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"