სერ ალექსი ამბობს, რომ ამ ფეხბურთელს ყველა პირობა აქვს ვარსკვლავი რომ გახდეს და მისი გვარ-სახელის დამახსოვრებას გვირჩევს.
მორისონთან დაკავშირებით ფერგიუსონს ბევრი სხვაც ეთანხმება. ეს ის ხალხია, ვინც ყმაწვილის განვითარებას უშუალოდ უყურა. მათ თვალი ადევნეს მორისონის თამაშს ჭაბუკთა და სარეზერვო გუნდებში და დაასკვნეს, რომ ამ ბიჭს შეუძლია ისეთივე დიადი გახდეს, როგორებიც იყვნენ დევიდ ბექჰემი და რაიან გიგზი.
სამწუხაროდ, ადამიანი, რომელზეც ასეთ იმედებს ამყარებენ, თავდაპირველად გაზეთებში სულ სხვა
როგორც ჩანს, ამ ყმაწვილს, ზოგადად, აგრესიული ბუნება აქვს. ეს ამას წინათ "ტვიტერშიც" გამოჩნდა, როდესაც "ევერტონთან" რეზერვისტთა მნიშვნელოვან შეხვედრაში არ ათამაშეს, რამაც გააბრაზა და დაწერა: "ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება სეზონი". ალბათ, გულისხმობდა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავა. აქ, აღარ ვთარგმნეთ, რომ მისი წინადადება გინებით იწყებოდა. სხვათა შორის, უეინ რუნიმ მორისონს "ტვიტერის" მეშვეობითვე უპასუხა: "სეზონი იმაზე მალე დამთავრდება, ვიდრე შენ წარმოგიდგენია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"