ეშლი კონტრშეტევას ამზადებს

AutoSharing Option
გუშინ მოგახსენეთ, რომ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" კაპიტანმა, 29 წლის ჯოი ბარტონმა თავისი ყოფილი კლუბის მეპატრონეს, მაიკ ეშლის კრეტინი და აიათოლა უწოდა.

ეშლისთან ერთად ბარტონმა მისი მარჯვენა ხელი დერეკ ლამბიასიც მიალანძღა. ყოფილი "კაჭკაჭის" ასეთმა გამოხდომამ ნიუკასლური კლუბის ხელმძღვანელობა, რასაკვირველია, გააბრაზა.

როგორც ამბობენ, ეშლიმ კონტრშეტევა თავის ადვოკატებს დაავალა. ის აღშფოთებულა, რომ იმ კვირაში, როდესაც ინგლისური პრესის პირველი გვერდები უელსის ნაკრების მწვრთნელის, 42 წლის გარი სპიდის ტრაგიკულმა სიკვდილმა დაიპყრო, ბარტონმა თავისი უადგილო, ხმამაღალი ჩხავილით მაინც მიიქცია ყურადღება.

ლამბიასმაც იგივე თქვა: "ძალიან სამწუხაროა, რომ
იმ კვირაში, როდესაც "ნიუკასლ იუნაიტედი" თავისი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსა და საყვარელ ადამიანს დასტირის, ჯოიმ ჰედლაინებში სკანდალური გამონათქვამებით შეაღწია. არადა, ყველაზე მეტად, სწორედ ახლა, ამ კვირაში არ გვინდა ვინმესთან ჩხუბი და კამათი. ბარტონის გამონათქვამებს ჩვენი ადვოკატები შეისწავლიან, პირადად მას კი ვურჩევთ ჩვენზე ფიქრის ნაცვლად "ქუინზ პარკ რეინჯერსზე" იფიქროს. დღეს მთელი "ნიუკასლის" განცდა გარი სპიდის მეგობრებსა და ოჯახთან არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული