შეიხისთვის მთავარი პრემიერლიგაა

AutoSharing Option
შეიხმა მანსურმა რობერტო მანჩინის შეუთვალა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებს თუკი "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის ტიტულს მოიპოვებს. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურია დარჩენილი და ისტლენდელებს პლეი-ოფის ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა შეიხი ამაზე აღარ ფიქრობს:

"მოდი ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა პრემიერლიგაში გამარჯვებაა, რაც "მანჩესტერ სიტისთვის" დიდი სტიმული იქნება. თუ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ, როგორც გუნდი, ასევე მთლიანად კლუბი გავითარების ახალ საფეხურზე ავა. ჩვენ დავინახავთ, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია".

მოგეხსენებათ, მანსური "მანჩესტერ
სიტის" მეპატრონე 2008 წლის აგვისტოში გახდა და მას მერე კლუბს მილიარდ ფუნტზე მეტი დაახარჯა. რაც შეეხება მანჩინის, ის ისტლენდელებს სათავეში ორი წლის წინ ჩაუდგა და 35 წლიანი ჩავარდნის შემდეგ პირველ დიდ ჯილდომდე მიიყვანა - "სიტი" ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი გახდა.

მანსურმა განაგრძო: "იმისათვის რომ კარგად დავინახოთ რა გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, საჭიროა გავიხსენოთ სად იყო "სიტი" სანამ ჩვენ ჩავუდგებოდით სათავეში და სად არის ის ახლა. ჩვენ საკუთარ თავს მუხლჩაუხრელ შრომას ვთხოვთ, თუმცა აჩქარებას არ ვაპირებთ.

ჯერჯერობით მიღწეულით კმაყოფილი ვართ. აქ, ლონდონში ხშირად ვხვდები არაბებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ რობერტო დიდ წარმატებებს ვერ აღწევს. მე კი მიმაჩნია, რომ მანჩინის სწორი, დროში გათვლილი გეგმა აქვს".

შეიხ მანსურს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" 6:1 გამარჯვებამ მისი გუნდი მთელი საფეხურით მაღლა ასწია.

"ასეთ მოგებებს ორი მხრიდან ნალესი ხმლის ეფექტი აქვთ. ერთი მხრივ ის ჩვენ გვაძლიერებს, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვა გუნდებს აიძულებს ჩვენს წინააღმდეგ ორმაგი ძალით ითამაშონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული