რომან აბრამოვიჩი ვილაშ-ბოაშს ენდობა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი არ აპირებს ანდრე ვილაშ-ბოაში გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

როგორც გაირკვა, პორტუგალიელი სპეციალისტის მიწვევა რუსი ბიზნესმენის ინიციატივით მოხდა. აბრამოვიჩი მხარს უჭერს "პორტუს" ყოფილ თავკაცს, მიუხედავად მისი მრჩევლების დაჟინებული მოთხოვნისა, გაუშვას ვილაშ-ბოაში.

თუმცა, ამავე დროს, რუსი ოლიგარქი "არისტოკრატთა" მწვრთნელისგან შედეგების გაუმჯობესებას ელის. ვილაშ-ბოაშისთვის გადამწყვეტი მატჩები "ვალენსიასთან" 6 დეკემბერს და "მანჩესტერ სიტისთან" 13 დეკემბერს გაიმართება.

ასევე ცნობილია, რომ აბრამოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის კლუბს გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად სერიოზულ თანხას გამოუყოფს. "ჩელსი" მინიმუმ ერთ ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.

მომზადებულია The
Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული