"მას კუნთის დაზიანება აქვს და ის სავარაუდოდ 10 დღეს გამოტოვებს", - განაცხადა არსენ ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბის ლაზარეთში ისევ რჩება ჩეხი ჰავბეკი ტომაშ როსიცკი.
"ტომაში კვლავ ვერ თამაშობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ "ოლიმპიაკოსთან" მატჩისთვის ის მწყობრში იქნება. მას თეძოს პრობლემა აქვს. ფეხბურთელმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ არასრულყოფილად. ჯერჯერობით ის ფიტნეს ვარჯიშებს გადის", - თქვა ვენგერმა.
მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით