ვენგერი: დეფოს და უილშირის სანაძლეოზე არ ვფიქრობ

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "უიგანთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი საბოლოოდ დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას. მან ჯეკ უილშირისა და "ტოტენჰემის" ფორვარდ ჯერმენ დეფოს სანაძლეოზეც ისაუბრა. ფეხბურთელები იმაზე დანიძლავდნენ, რომ თავიანთი გუნდები ჩემპიონატს მოინააღმდეგეზე უფრო მაღალ საფეხურზე დაასრულებენ.

"საქმე ისე ვითარდება, რომ შეიძლება ითქვას, ცუდი სტარტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას საბოლოოდ დავუბრუნდით. ესეთ მიზანს მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან "ოლიმპიაკოსთან" ბოლო ტურის მატჩამდე გავედით, ასე რომ ახლა პრემიერლიგაზე ყურადღების გადატანა შეგვიძლია. "არსენალისთვის" ეს თვე გადამწყვეტი არაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება "უიგანს", ეს ძლიერი გუნდია, მიუხედავად წინა სეზონთან შედარებით ბევრი ცვლილებისა. საშინელი სტარტის შემდეგ მათ მეტი თავდაჯერება მოიპოვეს და ამიტომ ძალიან რთული თამაში გველის", - აღნიშნა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული