ჯერმეინ დეფო: ჯერ ლიგა, მერე ოპერაცია

AutoSharing Option
მართალია, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო ტრავმირებულია, მაგრამ შესაძლოა, დღეს "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ მაინც ითამაშოს. შეხსენებისთვის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში "დეზები" შვეიცარიულ კლუბთან სტუმრად 2:3 დამარცხდნენ და უმთავრესი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად შინ აუცილებლად უნდა მოიგონ.

რაც შეეხება დეფოს, ინგლისის ნაკრების ფორვარდმა საზარდულის ტრავმა სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას მიიღო და დღემდე ვერ მოირჩინა. ექიმები მას ოპერაციის გაკეთებას ურჩევენ, მაგრამ ჯერმეინმა თქვა, ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გავიდეთ, და მერე ქირურგებს ჩავბარდებიო. დეფოს ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება, ხოლო სარეაბილიტაციო პერიოდი
ერთ თვეს გასტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი თავის ნაკრებს 3 და 7 სექტემბერს ვერ დაეხმარება – ეს თარიღებია, როცა ფაბიო კაპელოს გუნდს ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში შესაბამისად ბულგარეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან შეხვედრები ელის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული