შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშერი 18 წლის ნახევარმცველია, რომელმაც ნაკრებში პირველად 11 აგვისტოს, კაპელოს ხელში, უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშა. ყმაწვილმა იმ შეხვედრაში
საზარდულის ოპერაციის გამო დიდ ნაკრებში ვერც ჯერმეინ დეფო ითამაშებს. "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ამასთან დაკავშირებით თქვა: "ჯერმაინს ოპერაცია აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, სხვა გზა არ ჰქონდა. ის ნაკრებში ვერაფრით ითამაშებდა".
თავად დეფომ ასე დასძინა: "კიდევ კარგი ეს იოლი ოპერაციაა. ერთ კვირაში ისევ მოედანზე ვიქნები. ექიმებმა მითხრეს, რომ შემდეგ პრობლემა მთლიანად მომეხსნება".
შეგახსენებთ, რომ დეფომ ორი კვირის წინ უნგრეთთანაც ვერ ითამაშა, მაგრამ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ G ჯგუფის შეხვედრებში, 2 სექტემბერს შინ ბულგარეთთან და 7 სექტემბერს სტუმრად შვეიცარიასთან მოედანზე იქნებოდა.
ამ შეხვედრებში კაპელოს გვერდით ვერ ვნახავთ სტიუარტ პირსსაც, რომელიც, გარდა იმისა, რომ იტალიელის ასისტენტია, 21-წლამდელთა გუნდის თავკაციც გახლავთ, ხოლო ახალგაზრდა ინგლისელების თამაშები დიდებისას დაემთხვა. სხვათა შორის, პირსმა სცადა კაპელოსთვის რისხვა აეცილებინა და უილშერის ამბავი განემარტა:
"ჯეკმა დიდ ნაკრებში გამოსვლის ერთთამაშიანი გამოცდილება უკვე მიიღო და ეს დიდი საქმეა. მისი პროგრესი, რასაკვირველია ჯერ კიდევ წინ არის. ვფიქრობ, თეო უოლკოტისა არ იყოს მისთვის ორივეგან, როგორც 21-წლამდელებში ასევე დიდ გუნდში თამაში ძალიან სასარგებლო იქნება, ასე რომ ხანდახან თანატოლების შეჯიბრებებზეც მოუწევს გადმორთვა. მას არ უნდა დაწყდეს გული, რომ კვლავ ახალგაზრდულ გუნდში გამოიძახეს. მისი მხრიდან ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა".
ინგლისური პრესა წერს, რომ 21 წლამდელთა სიაში საბედნიეროდ ვერ იპოვნეს "არსენალიდან" რამდენიმე წლით "ნორვიჩ სიტიში" გასესხებული და ამ სეზონში კვლავ დაბრუნებული კირეან გიბსი. იმედი აქვთ, რომ მას დიდ ნაკრებში გამოიძახებენ.