სილვა: "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მოგებას უნდა ეცადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ნახევარმცველი დავიდ სილვა, რომელიც მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" ლიდერია, მიიჩნევს, რომ მის გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგიის მქონე ფეხბურთელები ჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

"ევროპული ფეხბურთის ელიტაში დამსახურებულად ვართ. ფეხბურთელებმა იციან, როგორ მოიგონ და სხვა არაფერს აღიარებენ. გამარჯვებლებს არ სჯერათ ბედის, ისევე როგორც სხვა დანარჩენის. უბრალოდ, ისინი გონებაში დამარცხებაზე ფიქრსაც არ უშვებენ. უკვე რაღაცას მივაღწიეთ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

რა თქმა უნდა, ვალდებულნი ვართ, ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა გავაგრძელოთ და მისი მოგებისკენ ვისწრაფოთ. ჩვენთვის ეს მიზანი მიუღწეველი არ არის",
- განაცხადა ესპანელმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული