"ლივერპულს" საკუთარი რეკორდის გამეორება შეუძლია

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში თუ "ლივერპული" დღეს სტუმრად "ფულჰემს" დაამარცხებს, გასვლით მატჩებში საუკეთესო მიღწევას გაიმეორებს. "წითლებს" ზედიზედ შვიდი მოგებული გასვლითი შეხვედრა დაუგროვდებათ.

"ბრაიტონი", "ვესტ ბრომვიჩი", "სტოკი", "ევერტონი" და ორჯერ "ჩელსი" - აი, ვინ დაამარცხეს მერსისაიდელებმა სტუმრად.

ამავე დროს, გუნდი საშინაო მატჩებში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება. "ლივერპული" "ენფილდზე" უკვე ზედიზედ ოთხი თამაშია ვერ იგებს. საინტერესო სერიები მათთვის ერთის მხრივ სასიხარულოა, მეორეს მხრივ კი სამწუხარო.

"ფულჰემში" ჯერ კიდევ ემახსოვრებათ მაისის შეხვედრა, როდესაც "წითლებმა" ლონდონში მაქსის ჰეთ თრიქით 5:2 გაიმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული