კაპელო უეფას წინააღმდეგ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ უეფაზე ზეწოლა გადაწყვიტა.

მას უნდა, 26 წლის ვარსკვლავ უეინ რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირონ. მოგეხსენებათ, რუნისთვის სამი მატჩის გამოტოვება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მთლიანად გამოტოვებას ნიშნავს.

სხვა სიტყვებით, კაპელომ ის ჩემპიონატზე პლეი ოფიში გასვლისა და მერე თამაშის იმედით უნდა წაიყვანოს, მაგრამ აქაც მთელი რიგი პრობლემებია - თუკი იტალიელი რუნის გარეშე შეკრავს გუნდს, რომელიც პლეი ოფის ეტაპზე გავა და კარგად ათამაშდება, მერე, მასში მანჩესტერელის დაბრუნების გამო ამ გუნდის დარღვევა, სავარაუდოდ, აღარ მოუნდება. ეს იქიდანაც
ჩანს, რომ ადრე კაპელო რიხიანად აცხადებდა, რუნის "ევრო 2012"-ზე მაინც წავიყვანო, ამ ბოლო დროს კი ასეთ კატეგორიულ განცხადებებს უკლო.

მედალს მეორე მხარეც აქვს: უეინ რუნი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი სახეთაგანია და მრავალრიცხოვან სპონსორებს სჭირდებათ მან ევრო 2012-ზე რაც შეიძლება მეტი მატჩი რომ ჩაატაროს. შეგახსენებთ კენჭისყრის შედეგებსაც. ინგლისის ნაკრები მოხვდა D ჯგუფში, სადაც მის გარდა არიან საფრანგეთი, შვედეთი და უკრაინა.

უეფას სააპელაციო კომისია რუნის საქმეს ნიონის ოფისში ხუთშაბათს გაარჩევს. გარჩევას კაპელოც დაესწრება და თავად ფეხბურთელიც. იტალიელმა მწვრთნელმა თქვა:

"დრო მჭირდება. გადაწყვეტით რომ ვთქვა რაიმე უეფას საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ვიცოდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სააპელაციო მოსმენას რომ დავესწრებით. დიდი იმედი მაქვს, რომ უეფაში კარგად მოისმენენ რას იტყვის ჩვენი ადვოკატი, რას ვიტყვი მე და რას იტყვის თავად უეინი".

შეგახსენებთ, რომ უეფა რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით მხოლოდ იმიტომ სჯის, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, პოდგორიცაში, ჩერნოგორიასთან შეხვედრაში (2:2), მეტოქეს, მიოდრაგ ძუდოვიჩს ბურთისთვის ბრძოლაში უხეში სარმა გამოსდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული