წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ორი კვირის ხელფასს დაუქვითავენ. სასჯელი უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ვიტყვით: დასავლეთლონდონელთა ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე მოთამაშეებს 100 ათასი ფუნტი დაეკარგებათ. ამ სიახლის შესახებ "კრეივენ კოტეჯიდან" ყველა ფეხბურთელს წერილობით აცნობეს.
წესი, რომლის შესახებაც გიამბეთ, "ფულჰემის" შეფებმა მას მერე შემოიღეს, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში, "ჩელსისთან" "ქარლინგის თასის" შეხვედრაში პენალტის აცილებისთვის, შვეიცარიის ნაკრების მაკედონიაში დაბადებულ, ალბანური წარმოშობის
"ფულჰემს" რთული დეკემბერი ერგო. გასულ ხუთშაბათს, ევროლიგაში ჰოლანდიურ "ტვენტესთან" წარუმატებელი შეხვედრა, გახლდათ პირველი იმ რვა მატჩიდან, რომელიც გუნდმა სულ რაღაც 31 დღეში უნდა გამართოს. დასავლეთლონდონელებს საქმეები მაინცდამაინც კარგადაც არ მიუდით: მარტინ იოლის ბიჭებმა პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში 13 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგეს (აქ გათვალისწინებული არ არის "ლივერპულთან" წუხელ, უფრო სწორად კი, საქართველოს დროით, დღეს ჩატარებული შეხვედრის შედეგი), ხოლო იმისათვის, რომ ევროლიგის 32 საუკეთესოში მოხვდნენ და პლეი-ოფში ითამაშონ, ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში, 14 დეკემბერს, აუცილებლად უნდა დაამარცხონ "ოდენსე".
ახლა იმ მეტოქეებს არ იკითხავთ, ვისთანაც "ფულჰემს" ახალ წლამდე მოუწევს ბურთაობა? სხვებთან ერთად ესენია "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა იოლმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ "კრეივენ კოტეჯზე" მუშაობა მის 20 წლიან კარიერაში ყველაზე რთული გამოდგა, კლუბის მეპატრონე, მოჰამედ ალ ფაედი მას, ჯერჯერობით, არანაირ ულტიმატუმებს არ უყენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"