ონილი: მე ვუშველი "სანდერლენდს"

AutoSharing Option
მარტინ ონილმა განაცხადა, რომ მზად არის "სანდერლენდის" გადასარჩენად. გადარჩენის ოპერაცია ბოლო ტურში, "ვულვერჰემპტონთან" 2:1 წაგებისთანავე დაიწყო.

"შავი კატების" ახალმა მწვრთნელმა ტრიბუნიდან ადევნა თვალი იმ უიღბლობას, რომელიც მის გუნდს "მოლინო სთედიუმზე" გადახდა.

შეგახსენებთ, რომ "სანდერლენდი" თავიდან იგებდა, შემდეგ, თამაშის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიტანა, რაც მასპინძელთა მყისიერი კონტრშეტევით და გოლით დასრულდა. ამას, ერთი ხნის შემდეგ, "მგლების" მეორე გოლი და სტუმრების მარცხი მოჰყვა.

ონილმა თქვა: "იმ პერიოდში, რაც ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი, გული სულ საქმისკენ მიმიწევდა. ახლა
ვგრძნობ, რომ მიზნების დასახვისა და გადაწყვეტისთვის სრულიად მზად ვარ. ძალიან მიხარია სამსახური "სანდერლენდმა" რომ შემომთავაზა. არ მინდა ვინმეს ყალბ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ "შავი კატები" ბავშვობაში ჩემი საყვარელი გუნდი იყო. მას მერე ამ მისი წარმატება ყოველთვის მსიამოვნებდა".

ონილმა უკვე რჩევაც მიიღო. ერიკ ბლექმა, რომელიც გუნდში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და "ვულვზთან" ფეხბურთელები სწორედ მას ჰყავდა გაყვანილი თქვა, რომ მაღალი დონის ფორვარდის დამატების გარეშე "სანდერლენდის" საქმე სასიკეთოდ ვერ მოტრიალდება:
"მარტინმა, ალბათ, ჩვენი გუნდის დადებითი მხარეებიც დაინახა, მაგრამ მინუსების შესახებაც უნდა იცოდეს. ჩვენ გოლების გატანა გვიჭირს. ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება. ბურთის ფლობას ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს".

ონილი "მოლინო სთედიუმზე" მწვრთნელებთან, სტივ უოლფორდთან და სიმუს მაკდონაჰთან ერთად იყო. სწორედ ეს ორი კაცი ამოუდგება ახალ სამსახურში მხარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული