სუარესმა "ფულჰემის" ფანებს შუა თითი უჩვენა

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "ფულჰემთან" წაგების (0:1) შემდეგ მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს შუა თითი უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში სუარესი პატრის ევრას მიმართ რასისტულ გამონათქვამებში იყო ეჭვმიტანილი.

"ფოტო არ მინახავს, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ ფოტოს მანახებთ, ამას დავიჯერებ და შესაბამის ზომებსაც მივიღებ. ჯერჯერობით ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს", - განაცხადა "ლივერპულის" თავკაცმა კენი დალგლიშმა. არადა, ფაქტის ამსახველი ფოტო ინტერნეტში უკვე გავრცელდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული