დასავლეთლონდონელმა ქომაგებმა ურუგვაელი მართლაც შავ დღეში ჩააგდეს. მათ მოეჩვენათ, რომ ის მუდმივად სიმულანტობდა, მსაჯისთვის ჯარიმების გამოტყუებას ცდილობდა და ამის გამო მთელი მატჩის განმავლობაში თაღლითს უძახდნენ. სუარესმა შეხვედრის დროს თავი შეიკავა, დამთავრების შემდეგ კი აგრესიულ მაყურებელს შუა თითი აჩვენა.
მერსისაიდელთა მწვრთნელმა,
"სუარესის ჟესტი ჩემი თვალით არ მინახავს და ამიტომ ზეპირად არავის ვენდობი. თუ ფოტოს მაჩვენებთ და დამარწმუნებთ, რომ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებ".
დალგლიშს "ფულჰემის" გულშემატკივართა ქცევის კომენტირებაც სთხოვეს. მან მიუგო: "მათი ქცევა სკანდალური იყო. ჩვენ სუარესს, რასაკვირველია, მივხედავთ, მაგრამ დროა ის ვიღAც-ვიღაცებისგან დავიცვათ კიდეც. ლუისი ზედმიწევნით პატიოსანი ადამიანია. დღეს, ძილის წინ, მან შეიძლება სარკეში ჩაიხედოს და იქ მართალი კაცი დაინახოს".
ეს დღე "ლივერპულისთვის" იღბლიანი რომ არ იყო, 25 წლის ჯეი სპირინგის გაძევებითაც დამტკიცდა. ცენტრალური ნახევარმცველის გაგდება მსაჯთა საკამათო დადაწყვეტილებებით სავსე ტურის ბოლო წერტილი იყო. სპირინგი 24 წლის ბელგიელ მუსა დემბელესთან ორთაბრძოლის დროს აშკარად ბურთს შეეხო და არა მეტოქეს, მაგრამ არბიტრმა, კევინ ფრენდმა წითელი ბარათი აუფრიალა. დალგლიშმა თქვა:
"ვფიქრობ, ამ ეპიზოდზე ლაპარაკს აზრი არ აქვს თუ მსაჯი არ გვეტყვის რა დაინახა, როგორია მისი ინტერპრეტაცია. მე ვიცი, რომ ჯეის ერთადერთი რამ, ბურთის მოპოვება უნდოდა და ეს გააკეთა კიდეც".
"ფულჰემის" თავკაცმა, ჰოლანდიელმა მარტინ იოლმა კი იფიქრა, ჩემი გუნდის ისედაც იშვიათ გამარჯვებებს ჩირქს სცხებენო და მსაჯი დაიცვა:
"წითელი ბარათის ეპიზოდში რა არის გასარჩევი? დარწმუნებული ვარ, რომ ლივერპულელმა იუხეშა. თუ მომენტს მეორე კუთხიდან შეხედავთ, ნახავთ, რომ არბიტრი მართალი იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"