მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონი უკვე კარგა ხანია 27 წლის არგენტინელით არის დაინტერესებული, მაგრამ მანჩესტერში ფეხბურთელის გარშემო ისეთი ამბები იყო ატეხილი, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებდა. მილანელთა შეფმა, ადრიანო გალიანიმ თქვა:
"ტევესი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია. ინგლისურმა კლუბმა ნება დაგვრთო ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მივსულიყავით და მოლაპარაკებები წამოგვეწყო. რაც შეეხება უშუალოდ "სიტისთან" მოლაპარაკებებს, ის ჯერ არ დაგვიწყია. წარმოდგენა არ გვაქვს მანჩესტერელებს რა უნდათ და, საერთოდაც, მიჯობს ტევესის თემაზე არ ვილაპარაკო, რადგან ბევრი ლაპარაკით
ინგლისური ტაბლოიდები წერენ, რომ არგენტინელი თავდამსხმელის აგენტი, ბრაზილიელი კია ჯურაბჩიანი გასულ კვირაში იტალიაში იყო და "მილანის" წარმომადგენლებს იქ ელაპარაკა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ვესტ ჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი იანვარში ისტლენდიდან წავა. დაუსრულებელი კონფლიქტების შემდეგ ტევესის "ეტიჰედ სთედიუმზე" დარჩენა გამორიცხულია. გეხსომებათ, რომ ტევესი, ნოემბერში, კლუბის ნებართვის გარეშე არგენტინაში დაბრუნდა და მას მერე ინგლისში აღარც დაბრუნებულა.
მილანელები კი, მოგეხსენებათ, თავდასხმის გაძლიერებით არიან დაინტერესებული. ავადმყოფობის გამო მათ ანტონიო კასანო გამოაკლდათ და წინა ხაზის გაძლიერება სჭირდებათ. ეს გალიანიმ საკუთარი პირით დაადასტურა. როდესაც ჰკითხეს, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე "როსონერი" აპირებს თუ არა აქტიურობას, მან უპასუხა: "თუ ვინმე შემოგვემატება, ეს იქნება თავდამსხმელი, რომელიც ანტონიო კასანოს ადგილს შეავსებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"