ამ ვარსკვლავთაგან თითოეულს მორჯულება სჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც მანჩო ამას აკეთებს, საკმაოდ უცნაურია.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე, ისტლენდელთა იტალიელი თავკაცი მივიდა ბუცებით, რომელზეც ამოტვიფრული იყო სიტყვა "ბოსი". როგორც ჩანს ამ მრავლისმეტყველმა ფეხსაცმელმა ჭირვეულ ვარსკვლავებს მკაფიოდ უნდა მიუთითოს, ვინ არის ქერინგტონის საწვრთნელ ბაზასა და "ეტიჰედ სთედიუმზე" უფროსი.
კაცმა რომ თქვას, უცნაურია მანჩინის მეთოდები თუ არა, შედეგი მოაქვს. მწვრთნელს,
რაც შეეხება 21 წლის შექანებულ მარიო ბალოტელის... ის ასეთია და ან უნდა შეეგუო ან არა. სხვა მხრივ კი, გუნდის გამოსვლები ადასტურებს, რომ ჭირვეულ ვარსკვლავთა კლუბში საქმეები კარგად მიდის - შედეგებზე უკეთესი ინდიკატორი, მოგეხსენებათ, არ არსებობს. "სიტი" პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში, მიუხედავად იმისა, რომ წაიფორხილა, გამართლების შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლის შანსი მაინც აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"