ერთ-ერთი ღონისძიება კლუბის ისტორიის სამი ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლის გახსნაა. საინტერესოა, რომ კლუბი ლეგენდარული ტრიოს ვინაობის გამხელას არ ჩქარობს, უნდა, რომ ეს, ხალხს პარასკევს სიურპრიზად შესთავაზოს, მაგრამ ცნობისმოყვარე ტაბლოიდები ვარიანტებს განიხილავენ და ამბობენ, რომ სამიდან ორის ვინაობა, სავარაუდოდ, ამოიცნეს. ლაპარაკია კლიფ ბესტინსა და ტიერი ანრიზე.
საიუბილეო ღონისძიებათა შორის არის 125 წლიანი ისტორიის განმავლობაში გამოცვლილი ფორმების წარმოდგენაც - სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ გიგანტ "ნაიკთან" ერთად "მეთოფეებმა" გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ეს
საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ ლონდონში მოქმედი ფეხბურთის კლუბი "არსენალი" 1886 წელს სამხრეთ ლონდონში, კერძოდ ვულვიჩში დაარსდა და თავიდან "როიალ არსენალი" ანუ სამეფო არსენალი ეწოდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"