მსოფლიო კლასის დაცვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის მეკარე, დანიელი ანდერს ლინდეგაარდი ამბობს, რომ გუნდის კარგი ფორმა მსოფლიო კლასის დაცვითაა განპირობებული. ინგლისის ჩემპიონებმა პრემიერლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვეს.

გავიხსენოთ: "ხმაურიან მეზობელთან" 1:6 წაგების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ეს 26 ნოემბერს "ნიუკასლთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში მოხდა და ისიც... შეცდომით დანიშნული პენალტის გამო.

ლინდეგაარდი ამბობს: "თუნდაც ბოლო შეხვედრა შევაფასოთ, "ასტონ ვილასთან". ჩვენმა დაცვამ უნაკლოდ ითამაშა. ნემანია ვიდიჩმა და რიო ფერდინანდმა დაამტკიცეს, რომ ისინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან.

საერთოდ,
ჩვენს გუნდში საოცარი კონკურენციაა. დაცვის ცენტრში ორი ადგილია და ამ დგილებს ერთმანეთს ოთხი თუ ხუთი საუცხოო ფეხბურთელი ეცილება. ვიდიჩსა და ფერდინანდზე უკვე გითხარით და შემიძლია მათ ფილ ჯონსი და კრის სმოლინგიც დავამატო".

19 წლის ჯონსმა, თავის მხრივ, თქვა, რომ მთავარია გუნდმა მოიგოს, თორემ პირადად მას რომელ პოზიციაზე ათამაშებენ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ჯონსს ხან დაცვის ცენტრში ათამაშებენ, ხან ფრთაზე და ხანაც ნახევარდაცვაში.
"მე ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და პოზიციების ცვლა ნამდვილად არ მაწუხებს".

მოგეხსენებათ, "იუნაიტედს", ბოლო ტურში, უსიამოვნო ამბავიც შეემთხვა - დაშავდა 23 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი. ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო "ასტონ ვილასთან" 1:0 მოგებული შეხვედრის პირველ ტაიმში გაიყვანეს მოედნიდან. ჩიჩარიტოს, სავარაუდოდ, ერთი თვე გაუცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული