ბალოტელი კვირას ელის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული მარიო ბალოტელი თავის ახალ გუნდს რუმინულ "ტიმიშოარასთან" ხვალინდელ შეხვედრაში მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ცნობისთვის, ევროპის ლიგის პლეი-ოფში ამ გუნდების პირველი, რუმინეთში გამართული მატჩი ინგლისურმა კლუბმა ბალოტელის გოლის წყალობით 1:0 მოიგო და სწორედ ამ გოლის გატანისას დაიშავა მუხლი 20 წლის იტალიელმა.

ამ ტრავმის გამო მარიომ გასულ ორშაბათს "ლივერპულის" წინააღმდეგაც ვერ ითამაშა, მაგრამ "ქალაქელთა" დამრიგებელი რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ "სანდერლენდის" წინააღმდეგ კვირას გასამართ მატჩს ახალგაზრდა ფორვარდი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული