"ბოლტონმა" მსაჯის გადაწყვეტილება უსამართლობად მიიჩნია და იჩივლა. და აი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სააპელაციო კომიტეტიდან მოვიდა ცნობა, რომ კეჰილი გამართლდა - 188 სანტიმეტრი სიმაღლის ათლეტი დისკვალიფიცირებული არ არის და შაბათს, "რიბოკ სთედიუმზე" "ასტონ ვილასთან" თამაშის უფლება აქვს.
არადა, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მსაჯმა, სტიუარტ ეტუელმა ბოლტონელთა მცველი ძალიან ადრე, მე-17 წუთზევე გაუყენა გასახდელის გზას, რამაც გუნდზე, რასაკვირველია, იმოქმედა. "სფურზმა"
"ბოლტონის" მწვრთნელმა, ოუენ კოილმა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეხუთე ფეხბურთელი გაუძევეს მოედნიდან, მაშინვე თქვა: "მსაჯის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გავაპროტესტებ. ეს სრულიად აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება იყო".
"ბოლტონის" კიდევ ერთმა მცველმა, 31 წლის ზეტ ნაითმა მწვრთნელის განწყობილება გაიზიარა: "მსაჯმა გადაწყვეტილება მეტისმეტად ჩქარა მიიღო. ორთაბრძოლა დასრულებულიც არ იყო, ხელი უკვე ჯიბეში რომ ჰქონდა. გაცილებით სწორი იქნებოდა ჯერ მიმოეხედა და შეემოწმებინა სად იყვნენ დანარჩენი ფეხბურთელები. ამით ის გაარკვევდა იყო თუ არა კეჰილისა და პარკერის ეპიზოდში "ბოლო იმედის" ჯარიმა.
გერი პარკერს ცენტრალურ ხაზს ოდნავ გადაღმა შეებრძოლა, რისთვისაც არბიტრმა გააძევა. ვფიქრობ ეს გადაჭარბებული სიმკაცრე იყო. მე მოედანზე ვიყავი და ვხედავდი, რომ ეპიზოდი ყვითელ ბარათზე მეტს არ იმსახურებდა. როდესაც მსაჯმა ხელი ჯიბისკენ წაიღო ასეც ვიფიქრე, ყვითელს ამოიღებს, მეთქი. პირველი ტაიმი რომ დამთავრდა ეტუელთან მივედი და ჩემი აზრი ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ თამაშის შემდეგ აუცილებლად ნახავდა ვიდეოჩანაწერს. ჩვენთვის ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან თამაშის სადავეები მთლიანად "ტოტენჰემის" ხელში იყო. კი ბატონო, კეჰილის გაგდების მომენტისთვის "სფურზი" უკვე 1:0-ს იგებდა, მაგრამ, ვფიქრობ, გარი რომ მოედანზე ყოფილიყო ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებდით".
ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მომდევნო ტურში სტიუარტ ეტუელი შეხვედრას არ გაუძღვება, ის მეოთხე მსაჯი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"