ბალოტელის მორიგი თავგადასავალი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და იტალიის ნაკრების 21 წლის ვარსკვლავი, მარიო ბალოტელი გაოცებისგან პირდაღებული დარჩა, როდესაც ერთი დღის ნაყიდი "მაზერატი", რომელშიც არც მეტი-არც ნაკლები 100 000 ფუნტი ანუ 156 371 დოლარი გადაიხადა, პოლიციელებმა კინაღამ "დაუპატიმრეს".

კერძოდ აი, რა მოხდა: ბალო ტრასაზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნებადართულ სიჩქარეზე სწრაფად, ეგრეთწოდებული გადაჭარბებით მიქროდა (პოლიციელმა 187 მილი ანუ 299,2 კილომეტრი საათში დააფიქსირა), რის გამოც ის გააჩერეს და, რატომღაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ საბუთები წესრიგში არ ექნებოდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ - "სიტის" ვარსკვლავს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული