ლონდონელთა ხელმძღვანელობას კი არ სურს კოტდიუვარელს ერთწლიან კონტრაქტზე მეტი შესთავაზოს. ეს იმას ნიშნავს, რომ 33 წლის ფეხბურთელი იძულებული იქნება მომავალ ზაფხულს კლუბი დატოვოს.
ბოლო დროს დროგბა ფორმაში შევიდა და "ლურჯების" შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ერთის მხრივ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა იცის, რომ გუნდის საშუალო ასაკის შემცირება აუცილებელია, მეორეს მხრივ კი ხელმძღვანელობა, რომელმაც უეფას ფინანსური ფეირ-ფლეისთან დაკავშირებით "ჩელსის" ხელფასები უნდა შეამციროს, არ არის მზად, მოთამაშეს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
დროგბას აგენტმა ტერნო სეიდიმ ადრე განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა კარიერა რუსეთში, გაერთიანებული არაბეთის ემირატებში ან აშშ-ში გააგრძელოს. ამას გარდა, დროგბამ შესაძლოა, "მარსელში" გადასვლის ვარიანტიც განიხილოს.