"რეალსა" და "სიტის" ვან პერსის გადაბირება სურთ

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "სამეფო კლუბი" ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელის რობინ ვან პერსის გადაბირებას შეეცდება.

ჰოლანდიელის შეძენით ასევე დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტი". "ქალაქელები" მზად არიან ვან პერსის კვირაში 250 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ.

თუმცა მადრიდელები ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი "არსენალიდან" წასვლის შემთხვევაში ინგლისურ კლუბში არ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ვან პერსისა და "მეთოფეთა" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები დღემდე ვერ შეთანხმდნენ.

მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული