ჰოლანდიელის შეძენით ასევე დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტი". "ქალაქელები" მზად არიან ვან პერსის კვირაში 250 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ.
თუმცა მადრიდელები ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი "არსენალიდან" წასვლის შემთხვევაში ინგლისურ კლუბში არ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ვან პერსისა და "მეთოფეთა" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები დღემდე ვერ შეთანხმდნენ.
მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით