"მანჩესტერ სიტიმ" ტევესთან დაკავშირებით "მილანის" წინადადება უარყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არგენტინელი ფორვარდის, კარლოს ტევესის შეძენასთან დაკავშირებით, "მილანის" წინადადებას არ დათანხმდეს.

"მილანი" ტევესის ნახევარწლიანი იჯარით აყვანას გეგმავდა, ზაფხულში 23 მილიონ ევროდ შესაძლო გამოსყიდვის უფლებით. თუმცა ინგლისელებს ფეხბურთელის იჯარის გარეშე, დაუყოვნებლივ გაყიდვა სურთ.

მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და "მილანი" არგენტინელის ხელში ჩაგდებას იანვარში შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული