"მილანი" ტევესის ნახევარწლიანი იჯარით აყვანას გეგმავდა, ზაფხულში 23 მილიონ ევროდ შესაძლო გამოსყიდვის უფლებით. თუმცა ინგლისელებს ფეხბურთელის იჯარის გარეშე, დაუყოვნებლივ გაყიდვა სურთ.
მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და "მილანი" არგენტინელის ხელში ჩაგდებას იანვარში შეეცდება.