"ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ "სიტის" დაწევა შეგვიძლია. მათ ქულათა დიდი მარაგი აქვთ, თუმცა მათი დაწევა შესაძლებელია.
"ქალაქელებს" თუ მოვუგეთ, ჩვენს თავში უფრო დავრწმუნდებით, რაც მომავალშიც დაგვეხმარება. ყველაფერია შესაძლებელი.
არა, "მანჩესტერ სიტის" არ გვეშინია, მითუმეტეს სახლში ვთამაშობთ, თუმცა მეტოქეს პატივს ვცემთ. ის ჩემპიონატში ლიდერობს", - თქვა მატამ.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა დღეს 00:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით