ამჟამად 34 წლის ფრანგი ფეხბურთელი "არსენალში" იმყოფება, სადაც MLS-ში შესვენების დროს ფორმის შენარჩუნების მიზნით ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ ანრი "არსენალში" 1999-2007 წლებში გამოდიოდა.
"ანრის ვკითხე, სურდა თუ არა თამაში. ის დამპირდა, რომ პასუხს მოგვიანებით გამცემდა. იმედი მაქვს, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ", - აღნიშნა მოიესმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით