"ტოტენჰემი" კაკას იჯარით აყვანას აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში მადრიდის "რეალს" 29 წლის შემტევი ნახევარმცველის, კაკას იჯარით აყვანის წინადადებით მიმართავს.

ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ესპანეთის ჩემპიონატში სრულად მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მეორე ლონდონური კლუბი - "ჩელსი" იჩენდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული