ის დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" დღეს გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო და "ხმაურიან მეზობელს", "მანჩესტერ სიტის" ემუქრება.
"რასაკვირველია, "სიტი" მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და ძალიან ცოტა ქულას კარგავს, მაგრამ უკან უამრავი გუნდი მოსდევს და მის ფეხის დაცდენას ელოდება.
ერთი სიტყვით, შექმნილი სიტუაცია ძალიან გვაძლევს ხელს. რა თქმა უნდა აჯობებდა პირველ ადგილზე ვყოფილიყავით, მაგრამ თუ გავიხსენებთ ერთი წლის წინანდელ ამბებს, ვნახავთ,
მართლაც, წლეულს "მანჩესტერ იუნაიტედს" შარშანდელთან შედარებით ხუთი ქულით მეტი აქვს, არადა შარშან მე-19-ედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. ჩავხედოთ მიმდინარე პირველობის შედეგებსაც: "მანჩესტერ სიტისთან" 6:1 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედმა" პრემიერლიგის ექვს შეხვედრიდან ხუთი მოიგო და ერთი, "ნიუკასლთან" ფრედ ითამაშა. ერთი სიტყვით, ლიდერს, "მანჩესტერ სიტის" კვალში სწორედ მაიკლ ქერიკის გუნდი უდგას, მაგრამ ნახევარმცველი ამბობს, რომ არც სხვა კონკურენტების დავიწყება შეიძლება:
"შეხედეთ ცხრილს, მის ზედა ნაწილში ბევრი ძლიერი გუნდი შექუჩულა. "ტოტენჰემი" დიდებულად თამაშობს, "არსენალი" უმატებს და უმატებს და არც "ლივერპულია" ხელწამოსაკრავი. არ გაგიკვირდეთ გაზაფხულზეც ასე რომ გაგრძელდეს. თუ თებერვალსა და მარტში ტიტულისთვის ბრძოლას კვლავ ოთხი-ხუთი გუნდი განაგრძობს, შეგიძლიათ ორი გუნდის დოღზე ფიქრს დაემშვიდობოთ".
კიდევ, ქერიკმა იანვრის დასაწყისში, ფეხბურთის ასოციაციის თასზე დანიშნული მანჩესტერული დერბი ახსენა. როგორც ჩანს, მისთვის ჩემპინთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
"შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მე "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი ვარ, რომელსაც ფეხბურთის ასოციაციის თასი არ მოუგია. ჩვენთან, გასახდელში, სერიოზული განწყობაა. არავის ეგონოს, რომ ამ შეჯიბრებას მსუბუქად ვუყურებთ, მითუფრო, რომ ბედმა მეტოქედ "მანჩესტერ სიტი" გვარგუნა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"