ვუდიმ "დეზებს" მოჰკრა თვალი

AutoSharing Option
"სტოკ სიტის" 31 წლის ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი, ჯონათან ვუდგეიტი ამბობს, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეიძლება "ტოტენჰემ ჰოთსპური" შეაჩეროს, "მანჩესტერ სიტია".

უცნაური განცხადებაა, არა? წესით პირიქით უნდა ეთქვა, "სიტის" გამჩერებელი "დეზების" მეტი არავინ არისო, მაგრამ ვუდგეიტი პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატს თავისებურად ხედავს.

"ლონდონელებს საოცარი გუნდი ჰყავთ. ისინი მთელს მოედანზე ცეცხლს ანთებენ, საოცრად სწრაფად გადაადგილდებიან. მათ წინააღმდეგ თამაში შემაძრწუნებელია. მერედა, სისწრაფე მათი ერთადერთი ღირსება ხომ არ არის. მათ დიდი ოსტატობაც მოსდევთ. დღეს "მანჩესტერ სიტის" გვერდით თუ ვინმეს დავასახელებ, "ტოტენჰემ ჰოთსპურია". დარწმუნებული
ვარ, რომ თუ ეს გუნდი წლეულს ვერ მოახერხებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, გაისად მას ვერავინ შეეცილება".

ვუდგეიტის აზრით, მიმდინარე ჩემპიონატში პირველ და მეორე გუნდებს შორის განსხვავება შესაძლოა "სტოკის" ტიპის გუნდებთან დაკარგულმა ქულებმა განაპირობოს.

"არასდროს ვყოფილვარ ჩემპიონი და ამიტომაც ვერ გეტყვით, რა ინგრედიენტია საჭირო ტიტული რომ მოიპოვო. შესაძლოა, თუკი
ჩემპიონობა გინდა, სტოკში რომ ჩამოდიხარ, მსაჯმა კაცი რომც გაგიგდოს, მაინც უნდა მოახერხო 2:2-ის თამაში".

მოგეხსენებათ, კვირას, სტოკში კაცნაკლულმა "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" 2:1 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული