პერდიუს იმედი

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელ ალან პერდიუს იმედი ჩაესახა - დაცვისა და ნახევარდაცვის ბურჯები, 29 წლის არგენტინელი, ფაბრისიო კოლოჩინი და 25 წლის კოტ დ'ივუარელი, ჩეიკ ტიოტე გამიჯანმრთელდნენ და შაბათს, "სუონსისთან" ითამაშებენ.

გუშინ, "ბოლტონის" წინააღმდეგ შეხვედრაში, "კაჭკაჭთა" სარეზერვო გუნდში გამოჩნდა აგვისტოში დაშავებული ცენტრალური მცველი, 28 წლის მაიკლ უილიამსონიც.

პერდიუ "ნორვიჩთან" 4:2 დამარცხების შემდეგ ცვლილებას ეშურებოდა. მას განსაკუთრებით დაცვის ცენტრში უჭირდა, სადაც კოლოჩინისა და სტივენ ტეილორის არყოფნაში ჯეიმს პერჩი და დენი სიმპსონი გამოდიოდნენ. შეგახსენებთ, რომ ტეილორი აქილევსის მყესის ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული