"არსენალი": ვან პერსი ბენზემას სანაცვლოდ

AutoSharing Option
"არსენალის" ხელმძღვანელობა, რომელიც დღემდე ვერ ახერხებს გუნდის ლიდერთან რობინ ვან პერსისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, აპირებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" ფორვარდ ქარიმ ბენზემაში გაცვალოს.

"მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი ძალიან დამწუხრუბელია იმის გამო, რომ ვან პერსიმ შესაძლოა გუნდი დატოვოს. მის შემცვლელად კი ვენგერი ბენზემას მიიჩნევს.

აღნიშნულმა გაცვლამ შესაძლოა "რეალიც" დააინტერესოს, რადგან მადრიდელებს დიდი ხანია ჰოლანდიელის გადაბირება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ვან პერსიმ პრემიერლიგის 15 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, ხოლო ბენზემამ პრიმერაში 13 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი რვაჯერ აიღო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული