"ჩელსი" ტორესს 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, შესაძლოა, იანვარში გუნდი შეიცვალოს. ამასთან, "ლურჯების" ხელმძღვანელობა, რომელიც 27 წლის ფეხბურთელს კვირაში 150 ათას ფუნტ სტერლინგს უხდის, მზადაა ის გაცილებით ნაკლებ თანხად გაყიდოს, ვიდრე იანვარში შეიძინა - 20 მილიონ ფუნტად.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" ფეხბურთელი, რომელმაც სულ სამი გოლი გაიტანა, 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. "ჩელსის" ხელმძღვანელობამ ზაფხულში ხუან მატა სპეციალურად იყიდა, რათა ტორესი "გამოეცოცხლებინა", თუმცა თავდამსხმელმა "ლურჯების" გულშემატკივართა და ბოსების მოლოდინი მაინც ვერ გაამართლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული