ტევესმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა, რომელიც გუნდთან ერთად კვლავ არ ვარჯიშობს და ახალ გუნდს ეძებს, ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე უარი თქვა.

ზოგიერთი ცნობებით, კლუბებმა 26 მილიონ ევროდ ღირებული გარიგება შეათანხმეს, მაგრამ საფრანგეთში გადასვლაზე თავად ფეხბურთელმა თქვა უარი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მილანი" იჩენს, რომელიც ჯერჯერობით მზად არ არის 27 წლის არგენტინელი თავიდანვე გამოისყიდოს. "როსონერის" ივნისამდე მისი იჯარით აყვანა, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული