ჯეიმს მილნერი: თოფები უნდა დავღუნოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი "ჩელსისთან" წაგების შემდეგ გონს მოგებას ამ უქმეებზე "არსენალის" ძლევით აპირებს და "მეთოფეებს", რომლებიც კვირას, საქართველოს დროით 20 საათსა და 10 წუთზე "ეტიჰედ სთედიუმზე" ესტუმრებიან, ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ისტლენდელებმა ორშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე" 2:1 წააგეს და ეს, მიმდინარე ჩემპიონატში მათი პირველი მარცხი იყო.
დასავლეთ ლონდონში ნაწვნევმა მარცხა "სიტის" ცხრილში გაურთულა საქმე - რობერტო მანჩინის გუნდი მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა ხუთი ქულის ნაცვლად ორი ქულით უსწრებს და თუ "არსენალთან" დაუცდება ფეხი, შესაძლოა ყველაფერი ყირაზეც დადგეს. ცნობისათვის:
შაბათს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "სუონსის" მასპინძლობს.

მილნერმა თქვა: "ლონდონში წაგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ამ წაგების გამო "არსენალთან" თამაშს ორმაგი ფასი დაედო. ახლა ჩვენ ვალდებული ვართ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ის, რაც ორშაბათს დაგვემართა ჭკუის სასწავლებლად გამოგვადგება".

ისტლენდელთა არგენტინელმა მცველმა, 26 წლის პაბლო საბალეტამ კი თქვა, რომ "ჩელსისთან" წაგებამ "სიტის" უიღბლო კვირა დაასრულა - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღით ადრე ისტლენდელები ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ.

"მოდი, მოწინააღმდეგეებმა ინერვიულონ. ჩვენ ლიდერები ვართ. გასული კვირა ცუდი გვქონდა - ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მერე "ჩელსისთანაც" დავმარცხდით, ახლა კი დროა მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ მოვატრიალოთ. "არსენალთან" თამაში საშუალებას გვაძლევს მორიგი უშუალო კონკურენტის ძლევით გავიმყაროთ პოზიციები როგორც ცხრილში, ასევე ფსიქოლოგიურად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული