შეგახსენებთ, რომ ისტლენდელებმა ორშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე" 2:1 წააგეს და ეს, მიმდინარე ჩემპიონატში მათი პირველი მარცხი იყო.
დასავლეთ ლონდონში ნაწვნევმა მარცხა "სიტის" ცხრილში გაურთულა საქმე - რობერტო მანჩინის გუნდი მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა ხუთი ქულის ნაცვლად ორი ქულით უსწრებს და თუ "არსენალთან" დაუცდება ფეხი, შესაძლოა ყველაფერი ყირაზეც დადგეს. ცნობისათვის:
მილნერმა თქვა: "ლონდონში წაგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ამ წაგების გამო "არსენალთან" თამაშს ორმაგი ფასი დაედო. ახლა ჩვენ ვალდებული ვართ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ის, რაც ორშაბათს დაგვემართა ჭკუის სასწავლებლად გამოგვადგება".
ისტლენდელთა არგენტინელმა მცველმა, 26 წლის პაბლო საბალეტამ კი თქვა, რომ "ჩელსისთან" წაგებამ "სიტის" უიღბლო კვირა დაასრულა - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღით ადრე ისტლენდელები ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ.
"მოდი, მოწინააღმდეგეებმა ინერვიულონ. ჩვენ ლიდერები ვართ. გასული კვირა ცუდი გვქონდა - ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მერე "ჩელსისთანაც" დავმარცხდით, ახლა კი დროა მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ მოვატრიალოთ. "არსენალთან" თამაში საშუალებას გვაძლევს მორიგი უშუალო კონკურენტის ძლევით გავიმყაროთ პოზიციები როგორც ცხრილში, ასევე ფსიქოლოგიურად".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"