მესამე წელი იჯარით

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" თავისი ნახევარმცველი მაიკლ მანსიენი "ვულვერჰემპტონში კიდევ ერთი წლით მიავლინა. 22 წლის ინგლისელი ბოლო ორი სეზონი სწორედ "ვულვზში" იყო განათხოვრებული და ეს იჯარა კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდა.

საერთოდაც, ამ საყრდენმა ნახევარმცველმა მთელი თავისი (ჯერჯერობით მხოლოდ 4-წლიანი) პროფესიული კარიერის 3,5 წელიწადი განათხოვრებულმა გაატარა. 2006 წლის ზაფხულში, მაშინ ჯერ კიდევ 18 წლისამ, "არისტოკრატებთან" 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ნახევარ წელიწადში თავი ლონდონისვე "ქუინზ პარკ რეინჯერსში" ამოყო, ხოლო მომდევნო ორი სეზონი, როგორც უკვე მოგახსენეთ, "ვულვზში" დაჰყო.

საინტერესოა, რომ მანსიენის მამა, მაიკლ მანსიენი-უფროსი წარმოშობით
სეიშელის კუნძულებიდანაა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 2006-ში მაიკლ-უმცროსს ეროვნული გუნდის გარანტირებული წევრობა შესთავაზა. მაგრამ 18 წლის ლონდონელმა თავის ისტორიულ სამშობლოს უარი უთხრა – მაიკლ მანსიენმა ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა და 2008 წლის ნოემბერში ფაბიო კაპელოსგან ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც მიიღო, თუმცა გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული